воскресенье, 10 июля 2016 г.

მეცხრე დღის რეფლექსია
  •   ძალიან სასიამოვნო იყო დღევანდელი დღე ,  ყველამ სათითაოდ წარმოვადგინეთ ჩვენს მიერ შექმნილი პროექტები.   პრეზენტაციემა დაბადა უამრავი კითხვები  რომელმაც გამოიწვია აზრის სხვადასხვაობა , იყო ძალიან კარგი და  სასარგებლო რეკომენდაციები რომლებიც ერთმანეთს გაუზიარეთ და   რომლებსაც უდაოდ გამოვიყენებთ ჩვენს სამომავლო მუშაობის დროს
  •  შემდეგ ტრენერმა გააკეთა საბოლოო შეჯამება.
  • ძალინ დიდი მადლობა ჩვენს ტრენერს რომ ასე სასიამოვნოდ და ხალისიანად გაგვატარა ეს ტრენინგი რომელიც იყო ძალიან ბევრი ახლის მომცემი პირადად ჩემთვის .


  • ვისურვებდი ხშირად გამევლო ასეთი ტრენინგები

суббота, 9 июля 2016 г.

პროექტის პრეზენტაცია


მერვე დღის რეფლექსია
            საგაკვეთილო პროცესში შეფასების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანია სწავლის გაუმჯობესება და სასწავლო პროცესის ინფორმირებულად დაგეგმვა.
მერვე დღეს ჩვენ განვიხილეთ სწავლაზე დაფუძნებული შეფასებების მნიშვნელობა , განვიხილეთ თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს მოსწავლეებისათვის  სწორ და სამართლიან შეფასებას მოსწავლეთა გასაქტიუტებლად.
მოვახდინეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასების ადაპტირება, ასევე გავეცანით შეფასების სხვადასხვა ფორმებს.
გადავიტანეთ ჩვენი პორტფოლიო  ბლოგზე და გამოვაქვეყნეთ

среда, 6 июля 2016 г.

მეშვიდე დღე
ეს დღე ძალიან შრომატევადი იყო, რადგან  დღეს დავასრულეთ პრეზენტაციაზე მუშაობა, ინტერნეტიდან მოვიძიეთ შესაბამისი სურათები, დავხვეწეთ პრეზენტაციის შინაარსობრივი მხარე, პორტალ იუთუბიდან გადმოვიტანე ვიდეო რომელიც ასახავს ვაშლოვნის დაცულ ტერიტორიას, დასრულებული პრეზერნტაცია გამოვაქვექნე ბლოგზე და გამოვაქვეყნე.   

ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები

მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი